|
 | |  |
| მთავარი » 2010 » აგვისტო » 14

თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. ამის შესახებ კომპანია LiftPort Group-ის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა განაცხადა.
|
 შავი ხვრელი – სამყაროს სიღრმეში ჩასაფრებული უხილავი ურჩხულები.
|
პლუტონი (Pluto) მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა.
|
მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
|
შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.
|
მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოშიოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.
|
 (ჰალეის კომეტა 1986 წელს) ჰალეის კომეტა - (ოფიციალურად დასახელებაა 1P/Halley) არის ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა, რომელიც 75-76 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მნათი კომეტა ჩნდება ზეცაში, ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით.
|
|
| |
 | |  |
|
|