შაბათი
31.01.2026
17:30
მთავარი

ბლოგი უცხოპლანეტელების შესახებ მოგესალმები სტუმარო :)
ჯგუფი "
სტუმრები" | 
რეგისტრაცია
შესვლა
სექციის კატეგორიები
უცხოპლანეტელები
ამო-ები
კოსმოსი
მეცნიერება
სიახლეები

საიტის მენიუ

სტატისტიკა

ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
დარეგისტრირებული: 0

გამოკითხვა
თქვენი აზრით არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები?
სულ პასუხი: 284

მთავარი » 2010 » აგვისტო » 11 » NASA-ს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი კოსმოსური მისია (ნაწილი I)
12:08
NASA-ს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი კოსმოსური მისია (ნაწილი I)


ნასა 1958 წელს შეიქმნა აშშ–ს კონგრესის გადაწყვეტილებით. ამ 50 წლის მანძილზე,NASA–ს ბევრი დამარცხება და ბევრად უფრო მეტი გამარჯვება ხვდა წილად. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი იარაღი დაა ფლაგმანი კოსმოსურ რბოლაში(Space Race) საბჭოთა კავშირთან. კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხებში საბჭოეთის პიონერობა და წარმატებები აღმოჩნდა ის კატალიზატორი ამერიკისთვის, რომელმაც სათავე დაუდო დღეისათვის ისეთ ძლიერ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს როგორიცაა NASA, რომელსაც თავისი მაშტაბურობითა და პროექტების გრანდიოზულობით ვერ შეედრება ვერც ერთი ევრაზიული კოსმოსური ცენტრი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა NASA–ს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი კოსმოსური მისია:

10. პირველი ნაბიჯები: Explorer 1

50 წელი გავიდა ამ მისიის შემდეგ… 1958 წლის 31 იანვარს კოსმოსში გაშვებულ იქნა პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი Explorer 1. ის კოსმოსში გაიყვანა რაკეტამ Juno I. თანამგზავრმა კოსმოსში დაახლოებით 100 დღე დაჰყო და გამოიკვლია  დედამიწის მიმდებარე რადიაციული სარტყელი, რომელსაც მოგვიანებით Van Allen–ის რადიაციული სარტყელი ეწოდა.

Explorer 1

Explorer 1, მარჯვნიდან პირველი Wernher von Braun (თანამედროვე რაკეტების პიონერი)

9. პირველი ამერიკელი კოსმოსში: Freedom 7

როგორც იცით, კოსმოსში ადამიანის გაგზვნაში პიონერობა ისევ საბჭოთა კავშირს ერგო (იური გაგარინი – 12 აპრილი1961, ხომალდი Восток) რასაც არ შეეგუა ამერიკა და თითქმის ერთ თვეში, 1961 წლის 5 მაისს, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა კოსმონავტი  Alan Shepard.  შეფარდმა სულ 15 წუთი იფრინა, განსხვავებით გაგარინისგან, რომელმაც კოსმოსში 1 საათი და 48 წუთი დაჰყო.

Freedom 7

Freedom 7

8. Voyagers’ Grand Tour

"Grand Tour” – სწორედ ასე შეფასდა NASA–ს მიერ Voyager–ების მისია კოსმოსში. ამ პროექტში შევიდა ორი ავტომატური კოსმოსური სადგური Voyager 1 და Voyager2. მისიაში, რომელმაც 1977 წელს აიღო სტარტი, გათვალისწინებული იყო 12 წლიანი ფრენა კოსმოსში პლენეტებისკენ: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ვოიაჟერებმა შესანიშნავი სურათები გამოგზავნეს კოსმოსიდან აღნიშნული პლანეტების შესახებ. მისია იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ Voyager–ებს ბორტზე ჰქონდათ ფოტოსურთები და ხმოვანი ჩანაწერები დედამიწიდან, განკუთვნილი უცხოპლანეტელებისათვის… :)

Voyager

Voyager

7. Apollo 8, Apollo 13

მისიამ სტარტი აიღო 1968 წლის 21 დეკემბერს. Apollo 8–მ, რომლის ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგებოდა, პირველად კოსმოსურ ერაში შემოუარა მთვარეს და მეტად მნიშვნელოვანი ფოტოსურათებით დაბრუნდა დედამიწაზე. Apollo 8–ს პილოტი Jim Lovell, შემდგომში, 1970 წლის აპრილში მეთაურობდა ხომალდს Apollo 13. მისიის მიზანი იყო ადამიანების მესამედ გასხდომა მთვარის ზედაპირზე, თუმცა მცირე აფეთქებამ იძულებული გახადა ისინი, უარი ეთქვათ მისიაზე და მთვარის მოდული გამოეყენებინათ "მაშველ რგოლად” და ისე დაბრუნებულიყვნენ დედამიწაზე.

Apollo Mission

Apollo Mission

6. მარსის მკვლევარები: Spirit და Opportunity

წინა მსგავსი, წარმატებული მისიისგან (Viking 1 და 2) გათამამებულმა მეცნიერებმა ნასადან, გადაწყვიტეს მარსისკენ გაეშვათ ანალოგიური ხომალდები, გაზრდილი ტექნიკითა და შესაძლებლობებით… და მართლაც, Spirit და Opportunity გახდნენ ის რობოტები, რომლებმაც დაადასტურეს რომ წარსულში მარსზე წყალი არსებობდა. გარდა ამისა, მათ სეისწავლეს და გამოიკვლიეს მარსის კრატერები და პლანეტაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტები.

Spirit & Opportunity

Spirit & Opportunity

თუ გინდათ იხილოთ ამ პოსტის გაგრძელება დააკლიკეთ აქ!

კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1246 | დაამატა: RatI
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მთვარის ციკლი
CURRENT MOON

უცხო ჩატი
500


საიტი უცხოპლანეტელების და ზოგადად კოსმოსის შესახებ © 2026