შაბათი
31.01.2026
22:07
მთავარი

ბლოგი უცხოპლანეტელების შესახებ მოგესალმები სტუმარო :)
ჯგუფი "
სტუმრები" | 
რეგისტრაცია
შესვლა
სექციის კატეგორიები
უცხოპლანეტელები
ამო-ები
კოსმოსი
მეცნიერება
სიახლეები

საიტის მენიუ

სტატისტიკა

ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
დარეგისტრირებული: 0

გამოკითხვა
თქვენი აზრით არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები?
სულ პასუხი: 284

მთავარი » 2010 » აგვისტო » 09 » პლანეტა "ვენერა"
15:15
პლანეტა "ვენერა"



ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.

ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია”, თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული”, რომელიც მომდინარეობს "სითერეა”-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი.ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი – კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.

ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია – მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.

მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგული მალე დაიწვა.

კატეგორია: კოსმოსი | ნანახია: 1126 | დაამატა: ZuRa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მთვარის ციკლი
CURRENT MOON

უცხო ჩატი
500


საიტი უცხოპლანეტელების და ზოგადად კოსმოსის შესახებ © 2026